მიტანის პირობები

პროდუქციის მიწოდება ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. მიწოდების სერვისით სარგებლობა ფასიანია, რაც მითითებულ იქნება ყოველი კონკრეტული ნივთის ყიდვის შემთხვევაში.
ნივთის ყიდვის შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ სამუშაო საათებში(ორშაბათი-პარასკევი) და შეათანხმებს დროს მყიდველთან. თუ აღნიშნულ დროს მყიდველი არ იქნება მის მიერ მითითებულ მისამართზე კომპანია ნივთს აბრუნებს „იოიოსო“-ს ფილიალში მისამართზე: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #34 მყიდველი ვალდებულია სწორედ ამ მისამართიდან გაიტანოს შეძენილი ნივთი.
შეძენილი ნივთების ადგილიდან გატანა ხდება მხოლოდ მთავარი ფილიალიდან, თბილისი,  ი.ჭავჭავაძის გამზ. #34. შეკვეთის გამზადებას ესაჭიროება 2-3 დღე. წინასწარ დაგიკავშირდებიან, როდესაც შეკვეთა იქნება მზად. შეკვეთის გატანა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე.

შეძენილი პროდუქციის ადგილზე მიწოდება ხდება: თბილისში 3-დან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, რეგიონებში 6-დან 7 სამუშაო დღის ვადაში.

მომხმარებელი ვალდებულია კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს მიღებული ნივთები და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი მიღება ჩაბარების დოკუმენტს.მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე ხელის მოწერით ადასტურებს ჩამოთვლილი პროდუქციის სრულად და უნაკლოდ მიღებას.

მიღება ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ მყიდველს უფლება არ აქვს მოითხოვოს აღნიშნული ნივთის დაბრუნება, შესაბამისად მისი პრეტენზიები არ მიიღება. მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე ნივთის დაბრუნების მიზეზის მიზანშეწონილების საკითხს წყვეტს კომპანია თავისი შეხედულებისამებრ.
*პროდუქციის შეძენამდე მარაგი უნდა გადაამოწმოთ ოპერტორთან.
მიტანის სერვისის ფასებია, თბილისის მასშტაბით 6ლარი, რეგიონებში 10 ლარი.