წესები და პირობები

1. ზოგადი დებულებები
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე. თქვენს მიერ yoyoso.ge ვებ-გვერდზე შესვლა და ამ ვებ-გვერდზე ან მისი მეშვეობით პროდუქციის შეძენა, მიღებული ინფორმაციის ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ თქვენ თანახმა ხართ შეასრულოთ ამ მოხმარების წესებით დადგენილი პირობები. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ეთანხმებით yoyoso.ge - ის მიერ დადგენილ მოხმარების წესებს გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ვებ-გვერდით სარგებლობა. yoyoso.ge იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს განაახლოს ან შეცვალოს მომხმარებლის წესები, საკუთარი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე. თქვენ ვალდებული ხართ გაეცნოთ ვებ-გვერდზე განთავსებულ ამ მოხმარების წესების მიმდინარე ვერსიას ვებ-გვერდზე მუშაობის ყოველი შემთხვევისას.
თანხის უკან დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეძენილი პროდუქცია აღმოჩნდა დეფექტური კურიერის თანდასწრებით. თანხის დაბრუნებისთვის საჭიროა 2-3 სამუშაო დღე.
ვებ გვერდზე რეგისტრაციისას თქვენ ადასტურებთ რომ გნებავთ მიიღოთ სპეციალური შემოთავაზებები, სარეკლამო სიახლეები, ვაკანსიები და სხვა სახის წერილები თქვენ მიერ რეგისტრაციისას მითითებულ ელ.ფოსტაზე.
2. შეზღუდვები ვებ-გვერდის გამოყენებაზე
წინამდებარე ვებ გვერდი არის მხოლოდ მომხმარებლის პირადი გამოყენებისთვის და იკრძალება მისი კომერციული მიზნებისთვის გამოყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა მომხმარებელი უფლებამოსილია შეიძინოს ვებ გვერდის მეშვეობით გასაყიდი საგნები ნებისმიერი ჯგუფის სახელით თუ მომხმარებელს გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება. მომხმარელებლს ეკრძალება ვებ-გვერდის დეკომპელირება, დაშლა, გაქირავება, გაყიდვა, ლიცენზირება ან ნებისმიერი სხვა სახის გადაცემა. ასევე მომხმარებელს ეკრძალება ქსელების მონიტორინგი ან პროგრამების გამოყენება რაც მას შესაძლებლობას მიცემს მიიღოს და გამოიყენოს სხვა მომხმარებლების შესახებ მონაცემები.
მომხმარებელს ეკრძალება ამ ვებ გვერდის მეშვეობით მცდარი, უკანონო ან არასწორი ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ მესამე მხარისადმი.მომხმარებელს ეკრძალება კომერციული მიზნებისთვის ამ ვებ გვერდის ტექსტის ან სხვა შინაარსის კოპირება, მოდიფიცირება, რეპროდუქცია, გამოცემა, დისტრიბუცია, ჩვენება ან მესამე პირებისადმი გადაცემა.იკრძალება ამ ვებ გვერდის ნებისმიერი არაავტორიზებული გამოყენება.
ვებგვერდზე არსებული პროდუქცია და ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. yoyoso.ge არ იძლევა გარანტიას იმაზე, რომ ეს ვებგვერდი ან მისი მეშვეობით მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე.

3. შეკვეთის განთავსებისა და მიწოდების პირობები
ინტერნეტ მაღაზიით საქონლის ყიდვა(შეძენა) წარმოადგენს რიგ პირობებს რომელსაც ასრულებს მომხმარებელი (მყიდველი). ესენია:
საქონელის (პროდუქტის) ან მომსახურების (სერვისის) არჩევა და მისი დამატება მომხმარებლის კალათაში; მომხმარებლის (მყიდველის) საიტზე რეგისტრაცია. რეგისტრაციის დროს შეყვენილი უნდა იქნას მომხმარებლის რეალური მონაცემები და აქტუალური ინფორმაცია. ნებისმიერი პასუხისმბებლობა რეგისტრაციის დროს შეყვანილ ინფორმაციაზე ეკისრება მომხმარებელს. შეკვეთის განხორციელებისათვის და ანგარიშწორების გაფორმებისათვის აუცილებელი მონაცემების მითითება. შეკვეთის გაფორმებად ითვლება მომხმარებლის თანხმობა იმ დროისათვის არსებულ გამყიდველის აქტუალურ მოხმარების წესებზე. პროდუქციის მიწოდება ხორციელდება თბილისის მასშტაბით. მიწოდების სერვისით სარგებლობა ფასიანია, რაც მითითებულ იქნება ყოველი კონკრეტული ნივთის ყიდვის შემთხვევაში.კომპანიის მიზეზით თანხის შემცირებისას(იგულისხმება თანხის ნაწილის დაბრუნება პროდუქციის არ ქონის ან დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში)მიწოდების ღირებულება არ იცვლება.
ნივთის ყიდვის შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და შეათანხმებს მიწოდების დღეს მყიდველთან(საათის დაზუსტება არ არის შესაძლებელი). თუ აღნიშნულ დროს მყიდველი არ იქნება მის მიერ მითითებულ მისამართზე კომპანია ნივთს აბრუნებს „იოიოსოს“-ს ცენტრალურ ფილიალში მისამართზე: ი.ჭავჭავაძის გამზ. #34 მყიდველი ვალდებულია სწორედ ამ მისამართიდან გაიტანოს შეძენილი ნივთი. თუ მყიდველს სურს ხელახლა შეძენილი ნივთის მიწოდება აღნიშნული მომსახურების საფასურს ის იხდის ხელმეორედ.
შეძენილი ნივთების ადგილიდან გატანა ხდება მხოლოდ მთავარი ფილიალიდან, ი.ჭავჭავაძის გამზ. #34.
შეძენილი პროდუქციის ადგილზე მიწოდება ხდება, თბილისის მაშტაბით 3-დან 5  სამუშაო დღის განმავლობაში. 

მომხმარებელი ვალდებულია კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს მიღებული ნივთები და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი მიღება ჩაბარების დოკუმენტს.მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე ხელის მოწერით ადასტურებს ჩამოთვლილი პროდუქციის სრულად და უნაკლოდ მიღებას.
მიღება ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ მყიდველს უფლება არ აქვს მოითხოვოს აღნიშნული ნივთის დაბრუნება, შესაბამისად მისი პრეტენზიები არ მიიღება. მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე ნივთის დაბრუნების მიზეზის მიზანშეწონილების საკითხს წყვეტს კომპანია თავისი შეხედულებისამებრ.


4. ანგარიშსწორების პირობები
მომხმარებელს შეუძლია yoyoso.ge ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის ღირებულება გადაიხადოს საგადახდო ბარათის გამოყენებით. ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით განხორციელებული შეკვეთის ფასის საგადახდო ბარათების მეშვეობით გადასახდელად გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული (VISA და MASTERCARD) სისტემების საგადახდო ბარათები.
მიტანის სერვისის ფასებია, თბილისის მასშტაბით: 0 დან 200 ლარამდე - 6 ლარი; 200 ლარიდან ზევით - 0 ლარი. იმისათვის, რომ ისარგებლოთ მიტანის სერვისით თქვენი შენაძენის მინიმალური ღირებულება უნდა შეადგენდეს 10 ლარს.

5. სხვა საიტებთან დამაკავშირებელი ბმულები (links)
მაშინ, როდესაც yoyoso.ge გთავაზობთ ბმულებს მესამე პირების ვებგვერდებთან, ეს არ ნიშნავსიმას, რომ yoyoso.ge რეკომენდაციას უწევს ამ ვებგვერდებს ან მათი მეშვეობით შემოთავაზებულ პროდუქტებს, მომსახურებებს, მოსაზრებებს, იდეებს ან ინფორმაციას. ამ ბმულების გამოყენებისას თქვენ მოქმედებთ მხოლოდ თქვენი რისკით და yoyoso.ge არ იღებს არანაირ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას ამ ვებგვერდების შემცველობაზე, გამოყენებაზე ან ხელმისაწვდომობაზე. თუ თქვენ გადაწყვეტთ ისეთ ვებგვერდზე გადასვლას, რომელიც ჩვენ კონტროლს არ ექვემდებარება, ჩვენ არ გაძლევთ არანაირ გარანტიას, პირდაპირს თუ ნაგულისხმევს, თქვენს მიერ ასეთი საიტის გამოყენებასთან ან გამოყენების შეუძლებლობასთან დაკავშირებით, საიტის შემცველობასთან დაკავშირებით, მათ შორის მის სისწორესთან, სისრულესთან, სანდოობასთან ან რაიმე კონკრეტული მიზნით ვარგისიანობასთან დაკავშირებით; ასევე, ჩვენ არ გაძლევთ გარანტიას, რომ ეს საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ისეთი პრეტენზიებისგან, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს საავტორო უფლებას, სავაჭრო ნიშანს ან მესამე პირების უფლებების სხვა დარღვევებს. ჩვენ ასევე არ გაძლევთ გარანტიას, რომ ასეთი საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ვირუსებისგან ან სხვა სახის დამაზიანებელი ფაქტორებისგან. ჩვენ არ გაძლევთ გარანტიას ინტერნეტში არსებული დოკუმენტების ნამდვილობაზე. yoyoso.ge არ შეუმოწმებია ასეთი ვებგვერდების შემცველობის სინამდვილე, სისწორე, გონივრულობა, სანდოობა ან სისრულე. გარდა ამისა, ამ მესამე პირების ვებგვერდებს შეიძლება ჰქონდეთ ჩვენი ვებგვერდისგან განსხვავებული უსაფრთხოების პოლიტიკა ან უსაფრთხოების სხვა პრაქტიკა, რის გამოც აუცილებელია გაეცნოთ ამ სხვა საიტების პოლიტიკას მანამ, სანამ გაცვლით თქვენ პირად ინფორმაციას.


6) მოქმედი კანონმდებლობა და იურისდიქცია
ეს ვებ-გვერდი და მისი მოხმარების წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თქვენ ცხოვრობთ თუ არა და აწარმოებთ თუ არა ბიზნესს საქართველოში. yoyoso.ge-ს წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი სარჩელი და ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენს მიერ ამ ვებ-გვერდის წვდომასა და მის სარგებლობასთან, ასევე ამ მოხმარების წესების დებულებებთან, თქვენს მიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.
ეს ვებ-გვერდი არ ეხება და არ არის გამიზნული გასავრცელებლად ან გამოსაყენებლად ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი იურისდიქციის ტერიტორიაზე ან ქვეყანაში, სადაც ამ ვებ-გვერდის გამოქვეყნება, ხელმისაწვდომობა, ასეთი გავრცელება ან გამოყენება ეწინააღმდეგება ადგილობრივ კანონმდებლობას ან წესებს. თუ თქვენ განიზრახავთ ინფორმაციის მიღებას ამ ვებ-გვერდიდან, თქვენვე იქნებით პასუხისმგებელი ყველა შესაბამისი ადგილობრივი, საერთო-სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე და ასეთ იურისდიქციის ტერიტორიებზე თქვენს მიერ ამ ვებ-გვერდით სარგებლობა იქნება მხოლოდ თქვენი რისკი. თქვენი კონკრეტული გარემოებების შესაბამისი სახელმძღვანელო რჩევების მისაღებად დაუკავშირდით თქვენს იურიდიულ მრჩეველს.


7. ფორს-მაჟორი
შეთანხმებაში მონაწილე მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი ამ შეთანხმების პირობების შესრულებაზე იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია ისეთი ფორს-მაჟორული მდგომარეობით, რომლის დროსაც მხარეთათვის მათი შესრულება შეუძლებელი ხდება. ფორსმაჟორში იგულისხმება ომი, სტიქიური უბედურება (მიწისძვრა,წყალდიდობა, ხანძარი, მეწყერი), ეპიდემია. აღნიშნულის შესახებ. შეთანხმებით გათვალისწინებულივალდებულებების შესრულების ვადები შესაბამისად გადაიწევს ფორსმაჟორული გარემოებების მოქმედების ვადის მიხედვით. ამ დროს მხარე პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება მხოლოდ ფორსმაჟორული გარემოების არსებობის პერიოდში. ეს ვალდებულებები დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს ფორსმაჟორული გარემოებების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ.
-საიტზე შეკვეთის განთავსება შესაძლებელია მხოლოდ სრულწლოვანი პირებისათვის -გადახდა ხდება მხოლოდ ქართული ბარათით

8. უკან დაბრუნების პოლიტიკა

დაბრუნება ან გადაცვლა ხდება მხოლოდ ქარხნული წუნის შემთხვევაში. დაბრუნება ხდება 3 დღის განმავლობაში, გადაცვლა-1 კვირის განმავლობაში.

პროდუქტის უკან დაბრუნების შემთხვევაში, შპს "თ & დ"  საბანკო ანგარიშიდან მომხმარებლის ანგარიშზე თანხის დაბრუნება განხორციელდება კომპანიაში ნივთის დაბრუნებიდან 5  სამუშაო დღის ვადაში